ინციდენტი გორში - მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს ინციდენტი გორში - მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს />


  09:51:11     14-02-2018

ინციდენტი გორში - მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

a76009.png

გვიან ღამით გორში, სტალინის ქუჩაზე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ადგილი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ექსპერტ-კრიმინალისთებთან ერთად შეისწავლეს.

მამაკაცის ვინაობა პირადობის მოწმობის მიხედვით დაადგინეს. 30 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

0

ავტორი: