ჩხუბი ერევნის მერიაში-დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩხუბი ერევნის მერიაში-დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს />


  19:12:18     13-02-2018

ჩხუბი ერევნის მერიაში-დეპუტატებმა ოპოზიციონერ კოლეგას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

a76006.jpg

ერევნის მერიაში გამართულ სხდომაზე ერთ-ერთი ფრაქციის წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატს მარინა ხაჩატრიანს სცემეს.

სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ ნუბარაშენის რაიონში აღებული წყლის ნიმუში მიიტანა. როგორც ირკვევა, ნუბარაშენის რაიონში წყლის რეზერვუარის გამო, უსიამოვნო სუნი დგას. რაიონს წყლისა და კანალიზაციის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს.

მარინა ხაჩატრიანმა წყლის სინჯი მერს მიაწოდა, რა დროსაც უსაფრთხოების სამსახურმა მისი შეჩერება სცადა, მმართველი პარტიის წევრებმა კი მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 0

ავტორი: