სერგო რატიანი: ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა სერგო რატიანი: ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა />


  13:37:47     13-02-2018

სერგო რატიანი: ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა

a75985.jpg

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლება მიმართავს კვლავ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა.

„ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლება მიმართავს კვლავ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს, პოლიტიკურ ძალადობას. ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ვნებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", - განაცხადა რატიანმა. 

12 თებერვალს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.

0

ავტორი: