ლევან იზორია დეპუტატებს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს ლევან იზორია დეპუტატებს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს />


  11:25:09     13-02-2018

ლევან იზორია დეპუტატებს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს

a75975.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დეპუტატებს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

წინასწარი ინფორმაციით,  თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე ძირითად საკითხზე ექნება კითხვები საპარლამენტო უმცირესობას.

ოპოზიცია მიჩნევს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე არ იყო მორგებული და ეს თავად მინისტრმაც აღიარა.

,,ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ისინი მინისტრისგან ელიან პასუხებს ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით. ასევე როგორც აბესაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობა აპირებს, ლევან იზორიას შესთავაზოს სავალდებულო სამსახურში ახალგაზრდების ნებაყოფლობით გაწვევის ხედვა.

,,რასაც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, ფაქტობრივად აღიარა თავდაცვის მინისტრმა თეთრ წიგნში , მინისტრის ხედვაში, მითითებულია, რომ სამინისტროს რესურსები არ ნაწილდებოდა სწორად იყო დისბალანსი თავდაცვის მიზნებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საზიანოდ თავდაცვის ბიუჯეტის განაწილებაში. სწორედ ამ მიმართულებით გვექნება შეკითხვები,“ -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,   თავდაცვის უწყებაში ძირეული რეფორმები განხორციელდა და ბუნებრივია, რომ მინისტრის მისამართით დეპუტატებს ბევრი კითხვაც ექნებათ.

,,მართლა ძირეული რეფორმები იყო და მოლოდინი ძალიან დიდი არის,  ამიტომ კითხვები იქნება ძალიან ბევრი. დარწმუნებული ვარ დეპუტატები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 0

ავტორი: