"მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოშია" "მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოშია" /> "/> " />


  10:36:23     13-02-2018

"მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოშია"

a75973.jpg

მიხეილ სააკაშვილი ვარშავის აეროპორტში პოლონეთის სეიმის დეპუტატს, მალგოჟატ გოსევსკაიას შეხვდა. ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ჟურნალისტი პატრიკ მიხალსკი წერს.

“მიყვარს პოლონეთი, მაგრამ ჩემი ბრძოლა უკრაინასა და საქართველოშია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ", - განაცხადა პოლიტიკოსმა და პოლონეთის მხარეს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. "სრულყოფილი უკანონობა, გატაცება იყო", - დასძინა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში დაბრუნდა, საიდანაც ის უკრაინაში უკანონოდ ჩავიდა. პოლონეთის მხარემ სააკაშვილი რეადმისიის წესით მიიღო.

0

ავტორი: