მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს მიმართავს />


  09:46:44     13-02-2018

მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს მიმართავს

a75972.jpg

Bild-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და ანგელა მერკელს სთხოვს.

„კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც მე მას კორუფციაში ვამხელ.“-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და პოლონეთში გაამგზავრა.

სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

0

ავტორი: