19:51:30     12-02-2018
უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული

უკრაინის სასაზღვრო სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთშია გაძევებული, - ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა გამოცემა Громадське-ს განუცხადა.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაფრინდა“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, დღეს კიევში მდებარე რესტორან „სულუგუნში“ ნიღბიანმა პირებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა.
0