"დიდი სირცხვილი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი" "დიდი სირცხვილი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი" /> "/> " />


  18:49:18     12-02-2018

"დიდი სირცხვილი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი"

a75965.jpg

„ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი, ის დააკავეს, როგორც ვიღაც შეიარაღებული რეციდივისტი, ისე, რომ არანაირი საბუთები არ წარმოუდგენიათ,“ - ეს განცხადება უკრაინაში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გააკეთა.

„უცებ პირველ სართულზე დაიწყო ყვირილი, ვიღაც დააგდეს იატაკზე. 10-12 ადამიანი შემოვარდა, ფორმებზე უკრაინის საზღვრის დაცვა ეწერათ, შეეცადნენ, დაეკავებინათ სააკაშვილი, ის ჩასვეს თეთრ "ფოლკს ვაგენში" და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით,“ - აცხადებს თვითმხილველი.

„ძალიან ცუდი საყურებელი იყო ის, თუ როგორ ექცეოდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს ოპონენტებისთვის თავზე ხელის გადასმას, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი,“ - აღნიშნავს თვითმხილველი.

0

ავტორი: