ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 3 კვირით გადაიდო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 3 კვირით გადაიდო />


  17:45:44     12-02-2018

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 3 კვირით გადაიდო

a75963.jpg

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა სამი კვირით გადაიდო.

საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უნდა ემსჯელა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტია. 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პაკეტის სამი კვირით გადადების საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა დასვეს. 

როგორც ითქვა, ნარკოპოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაცია, ისინი დაელოდებიან კონსულტაციის შედეგებს და როგორც კი პრინციპებთან დაკავშირებით მოხდება პოზიციების შეჯერება, საკითხს საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. 0

ავტორი: