15:32:41     12-02-2018
ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ქობულეთში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი ავტომობილი კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟს ეკუთვნოდა. დაშავებულთა შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ქობულეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
0