12:05:16     12-02-2018
"დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა"

ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, შესაბამისად, დღეს ექიმები ისევ შეიკრიბებიან და გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა მას პალატაში.
ამასთანავე, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უკვე საათზე მეტია იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენელები, თუმცა პრესსამასახურში აცხადებენ, რომ გუგეშაშვილის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.
შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
0