ოპოზიცია მუხთარლის და პანკისის სპეცოპერაციის საქმეებზე, საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს ოპოზიცია მუხთარლის და პანკისის სპეცოპერაციის საქმეებზე, საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს />


  10:48:38     12-02-2018

ოპოზიცია მუხთარლის და პანკისის სპეცოპერაციის საქმეებზე, საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს

a75924.jpg

პარლამენტის ოპოზიცია აფგან მუხთარლის და პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის საქმეებზე, საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს.

ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს. ინიციატივას დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დღეს დაარეგისტრირებენ.

„ბიუროზე მთავარი საკითხი იქნება მუხთარლის  საგამოძიებო კომისიის თემა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ რამდენჯერმე, შეტანილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი იყოს განხილული. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სრულიად სამარცხვინო შეფასებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

0

ავტორი: