შემწვარი ღორის ხორცი ჩეხურად შემწვარი ღორის ხორცი ჩეხურად />


  11:08:55     27-05-2011

შემწვარი ღორის ხორცი ჩეხურად

a6358.jpg

მასალა:

800 გრამი ღორის ხორცი (კუდუსუნი, თეძო)

10 გრამი ნივრის და ხახვის წვენი

10 გრამი მარილი

ხორცის ექსტრაქტი

5 გრამი სახამებელი

ხორცს გამოვაცალოთ ძვალი და რბილობი დავყოთ მსხვილ ნაჭრებად, მყესები გამოვაცალოთ. მოვაყაროთ მარილი და კარგად წავუსვათ ხახვისა და ნივრის წვენი. შევწვათ ხორცი ცხიმში ნელ ცეცხლზე, ვწვათ მანამდე, სანამ ხორცის კანი მოწითალო ფერის არ გახდება. მზა ხორცი ამოვიღოთ ჭურჭლიდან, ხოლო საწებელს ვაცადოთ ხარშვა კიდევ ცოტა ხანს, იმისათვის, რომ მოვაშოროთ ზედმეტი წვენი, გადავასხათ ცხიმი. ხორცის ექსტრაქტი გავხსნათ წყალში, დავამატოთ სახამებელი და სოუსი წამოვადუღოთ. სურვილისამებრ, სოუსს შეგვიძლია დავუმატოთ მარილი და ნივრის წვენი, შემდეგ გავწუროთ სოუსი ნაჭერში. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ მოხრაკული კომბოსტო.

0

ავტორი: