ბანიცა - ფენოვანი ღვეზელი ხაჭოთი ბანიცა - ფენოვანი ღვეზელი ხაჭოთი />


  11:07:00     27-05-2011

ბანიცა - ფენოვანი ღვეზელი ხაჭოთი

a6357.jpg

მასალა:

ცომისათვის

250 გრამი ფქვილი

1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი ან მარგარინი

½ ჩაის ჭიქა ძმარი

მარილი

3-4 სუფრის კოვზი თბილი წყალი

100-125 გრამი გამდნარი კარაქი ზემოდან წასასმელად

შიგთავსისათვის

400-500 გრამი ხაჭო

2-3 ცალი კვერცხი

2 სუფრის კოვზი თაფლი

3-4 სუფრის კოვზი შაქარი

50 გრამი კარაქი ან მარგარინი

მარილი

½ ლიმონის კანი

მითითებული კომპონენტებისაგან მოვამზადოთ ცომი რულეტისთვის, ცოტა ხნით დავდგათ, შემდეგ გავჭრათ 9 თანაბარ ნაწილად. თხლად გავაბრტყელოთ თითოეული ნაწილი. სანამ გაბრტყელებული ცომის ნაწილები გაშრება (თითოეული ცალ-ცალკე უნდა დავალაგოთ), მოვამზადოთ შიგთავსი: ხაჭო კარგად დავსრისოთ, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხები, გამდნარი კარაქი, შემთბარი თაფლი და შაქარი, დავამატოთ ცოტა მარილი და ლიმონის ცედრა.

ცომის თითოეულ ნაწილს წავუსვათ ცხიმი, გადავკეცოთ ისე, რომ მივიღოთ ნახევარწრე, და დავადოთ ზედ შიგთავსი, მიღებული ნახევარწრეები დავადოთ ერთმანეთს და გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ ფორმაში, ზევიდან მოვასხუროთ ზეთი და შევდგათ გამოსაცხობად ზომიერად გაცხელებულ ღუმელში.  გამოცხობის შემდეგ ბანიცას მოვასხუროთ წყალი და დავაფაროთ ხელსახოცი, რომ უფრო ფუმფულა გახდეს.

0

ავტორი: