„გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს“ „გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს“ />


  21:05:27     11-02-2018

„გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს“

a75912.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ვერ მოიძია და ამის გამო შეწყალების საქმეზე გაასამართლა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანზე საუბარს არ აპირებს.

„გირგვლიანი სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ საქმეზე ლაპარაკს. თქვენ გყავთ ახლა მანიაკი, რომელმაც იმის შემდეგ მოკლა ასობით ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ქართული სპეცსამსახურები, ალპობს ციხეში საქართველოს გმირებს, გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  0

ავტორი: