19:58:29     11-02-2018
მოსკოვში ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი გარდაიცვალა
მოსკოვში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ბორტზე 71 ადამიანი იყო, აქედან 65 მგზავრი, ხოლო 6 ეკიპაჟის წევრი.
SaratovAilines-ის სამგზავრო თვითმფრინავი An-148 მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტიდადან აფრენისთანავე რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა.
BBC-ის ინფორმაციით, უკვე იპოვეს ერთი შავი ყუთი. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფრენინას თვითმფრინავი ვერტმფრენს დაეჯახა, თუმცა ეს ვარაუდი უარყვეს.
ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.
0