12:49:07     09-02-2018
"ქართულ თავდაცვას ქალები მართავენ" - ლელა ჩიქოვანის JTEC-ის ექსპერტებთან შეხვედრის ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ახალ ექსპერტებს შეხვდა. ფინეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის წარმომადგენლები ლელა ჩიქოვანს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა მარიუს ნილსენმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერმა, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანმა შტეფან ანიქოფერმა წარუდგინეს.
ფინელი ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ანსსი ურიელა JTEC-ში მიმდინარე სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი. გაერთიანებული სამეფოდან მოვლენილი ექსპერტი, კაპიტანი ტობიას ჯეიმს ჰანუ ბენეტი საველე სწავლებებს უხელმძღვანელებს, ხოლო ესპანეთის სამეფოს წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ნორბერტო სილიო ბატურონე JTEC-ის DCB Trust Fund-ის საკითხებზე იმუშავებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის დეტალები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ამ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად. "ქართულ თავდაცვას ქალები მართავენ," "ჩვენი თავდაცვის სამინისტრო. 5 ულამაზესი ქალი შეხვედრაზე, რა მაგარია!" - წერენ ინტერნეტ მომხმარებლები
0