ზუგდიდში 4 შვილის დედა ქმარმა დანით დაჭრა ზუგდიდში 4 შვილის დედა ქმარმა დანით დაჭრა />


  10:33:00     09-02-2018

ზუგდიდში 4 შვილის დედა ქმარმა დანით დაჭრა

a75860.jpg

ზუგდიდში 4 შვილის დედა, 42 წლის ელისო ჭურღულია ქმარმა მუცელში დანით დაჭრა.

ის მეხუთე დღეა ზუგდიდის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნა, ის ჩვენების შეცვლას აპირებს. ელისო ჭურღულაია ამბობს, რომ ქმარი ციხისთვის არ ემეტება.

„შესაძლოა შევცვალო ჩვენება, რადგან ის ჩემი შვილების მამაა და მაინც მინდა რომ რაღაც შეღავათზე წავიდე, არ ვიცი. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და პათოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, თან ასე მგონია, რომ მაგას ფსიქიკური აშლილობაც აქვს. უფრო ავად არის, ვიდრე დამნაშავეა", - აღნიშნავს დაშავებული.

ის ასევე ყვება, რომ მისი მოკვლა მეუღლემ სცადა და დანა ესროლა. მისი თქმით, უკვე წლებია ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

ცოლის დაჭრისთვის ბრალდებულ მურმან ყოლბაიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. პროკურორმა ბრალდებულის დაპატიმრება იმ მოტივით მოითხოვა, რომ არსებობს მოძალადე ქმრის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მათ შორის, ცოლის მიმართ და მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობაც.

მისთვის პატიმრობის შეფარდების კიდევ ერთ მოტივად, პროკურორმა მიმალვის საფრთხეც დაასახელა. დაცვის მხარემ კი, მოსამართლეს ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლება სთხოვა.

სასამართლომ მას ცოლის დაჭრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

მურმან ყოლბაიაზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული. ის ასევე, დიდი ოდენობით კანაფის მოყვანა-შენახვისთვის წარსულში ნასამართლევი იყო. 0

ავტორი: