"საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში, სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება" "საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში, სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება" /> "/> " />


  10:27:04     09-02-2018

"საქართველოში დეპორტაციის შემთხვევაში, სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება"

a75859.jpg

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. დამსწრეების ერთ-ერთი კითხვა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა ელის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხს. აქ მას აქვს სუსტი პოლიტიკური მხარდაჭერა. პოლიტიკური თავლსაზრისით ჩვენ არ გვაინტერესებს, სად იქნება სააკაშვილი - საქართველოში თუ უკრაინაში. ჩვენს ქვეყანაში გაიმართა სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ. არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია მოხდება, ის დაპატიმრებული იქნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0

ავტორი: