01:05:27     09-02-2018
აფგან მუხთარლი: ჩემი გატაცების ბრძანება გიორგი კვირიკაშვილმა გასცა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებით, მის გატაცების ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის გასცა, - ამის შესახებ აფგან მუხთარლიმ ექსკლუზიურად „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ ჩემი საბაჟოზე გადაყვანა მომხდარიყო. ამის შესახებ ისედაც ყველამ იცის. ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და კრიმინალურმა პოზიციამ.
აზერბაიჯანულ მხარეს ორი წლის განმავლობაში უნდოდა ჩემი დაკავება, რაც ჩემი ჟურნალისტური საქმიანობით იყო გამოწვეული. მე აქტიურად ვიკვლევდი ალიევის ბიზნესებს და ამიტომ სურდათ ჩემი დაკავება რათა გავჩუმებულიყავი“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.
0