კიდევ ერთი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ნაცემია მე-10 კლასის მოსწავლე კიდევ ერთი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ნაცემია მე-10 კლასის მოსწავლე />


  16:42:02     08-02-2018

კიდევ ერთი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის - ნაცემია მე-10 კლასის მოსწავლე

a75851.jpg

ნაძალადევში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ნაცემია კერძო სკოლა „ლამპარის“ მე-10 კლასის მოსწავლე. 

ჩხუბში, სავარაუდოდ, ამავე რაიონში მდებარე მე-12 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
არსებული ინფორმაციით, დღევანდელ დაპირისპირებას წინ უძღოდა ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარი უთანხმოება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში. 
გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 
0

ავტორი: