15:57:50     08-02-2018
გერმანიის რეგიონის მთავრობა ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR -ზე დაყრდნობით "იმედი" ავრცელებს.
რეგიონის მთავრობა ამის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.
WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ.
„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, - იუწყება ტელერადიოკომპანია.
0