ირაკლი კობახიძე დღეს, აშშ-ში ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ირაკლი კობახიძე დღეს, აშშ-ში ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას />


  14:52:57     08-02-2018

ირაკლი კობახიძე დღეს, აშშ-ში ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

a75848.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, აშშ-ში მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ლოცვის შემდგომი ტრაპეზის სახელით არის ცნობილი.

შეხვედრას სიტყვით გამოსვლით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახსნის. საუზმეზე 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელია მიწვეული.

ასეთი შეხვედრა აშშ-ში ყოველწლიურად ეწყობა.

რიგით 66-ე საუზმეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მისი ამერიკელი კოლეგის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, პოლ რაიენის ინიციატივით არის მიწვეული.

ლოცვის შემდგომი ტრაპეზი მსოფლიოს ლიდერებს საშუალებას აძლევს, ნაკლებად ფორმალური გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს და გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრონ.

ტრადიციას საფუძველი 1952 წელს პრეზიდენტ ეიზენჰაუერის დროს ჩაეყარა და მას შემდეგ ტრაპეზმამსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამი ათასზე მეტ მაღალი რანგის სტუმარს, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა მედიისთვის დახურულია და საუზმეზე მხოლოდ სპეციალურად მიწვეული სტუმრები დაიშვებიან. 0

ავტორი: