რუსულ-უკრაინული სამხედრო წრთვნები რუსულ-უკრაინული სამხედრო წრთვნები />


  10:49:48     27-05-2011

რუსულ-უკრაინული სამხედრო წრთვნები

a6349.jpg

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები და რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, დიდი შესვენების შემდეგ, ერთობლივ წრთვნებს ატარებენ. თანამშრომლობა კი ყველა ფრონტზე გადაწყვიტეს და სევასტოპოლის პოლიგონზე არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ ავიაციაც გამოიყვანეს.

ორი ქვეყნის სწავლება ასეთი ფორმატით უკვე რვა წელია არ გამართულა. სწავლების მიხედვით, სამხედროებს, გაეროს თხოვნით, ევალებათ ტერორისტებისაგან გაათავისუფლონ მძევლები. აღსანიშნავია, რომ „ტერორისტები“ რუსეთ-უკრაინის მეზობელი ქვეყნებიდან არიან.

ნაპირზე მყოფი შეიარაღებული თავდმასხმელებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება ორი ქვეყნის სამხედრო ფლოტის ამოცანააა. სცენარის მიხედვით, სწვალებისას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების რეალური კონფლიქტების გამოცდილება იქნა გამოყენებული. ოპერაცია „მინიმალური დანაკარგებით“ ჩატარდა.  

0

ავტორი: