10:48:22     27-05-2011
ისრაელმა ტექნიკა გააახლა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის C-130H Hercules - ის მოდერნიზაციაზე ტენდერი გამოაცხადეს. მოდერნიზაციის პაკეტში უნდა შევიდეს ავიონიკა და მთელი რიგი დამატებითი სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ასევე, არ კონკრეტდება ის, თუ რომელი კომპანიები მიიღებენ ტენდერში მონაწილეობას.
იმ თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომელზეც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები 1980-იანი წლებიდან დგას, ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომელიც მოძველებული მანქანების ახლით შეცვლის საშუალებას არ იძლევა.
მცირე ხნის წინ, ისრაელმა აშშ-სგან სამი ახალი C-130J-30 Super Hercules იყიდა იმ ათიდან, რომლებიც 2008 წელს შეუკვეთა. მოდერნიზაციის წყალობით კი, მოძველებულ C-130H ВВС ექსპლუატაციის ვადა 15 წლით გაუხანგრძლივდათ.
0