„საქართველო წელს შევიდა ეგზოტიკური ქვეყნების რიგში - წააგო 2 სასამართლო სტრასბურგში“ „საქართველო წელს შევიდა ეგზოტიკური ქვეყნების რიგში - წააგო 2 სასამართლო სტრასბურგში“ />


  14:37:17     07-02-2018

„საქართველო წელს შევიდა ეგზოტიკური ქვეყნების რიგში - წააგო 2 სასამართლო სტრასბურგში“

a75800.jpg

„საქართველო წელს შევიდა ეგზოტიკური ქვეყნების რიგში - საქართველომ წააგო ორი სასამართლო სტრასბურგში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებებს, რომელმაც სასამართლო სისტემის წარმატებაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელსაც ასეთი სამარცხვინო რამ დაემართა.

„უმრავლესობას ვულოცავ, თუმცა დაავიწყდა, რომ საქართველო წელს შევიდა ეგზოტიკური ქვეყნების რიგში - საქართველომ წააგო ორი სასამართლო სტრასბურგში. ეს მართლაც საოცარი რამეა. ძალიან ცოტაა ქვეყანა, რომელსაც ასეთი სამარცხვინო რამე დაემართა. ამ მიმართულებით მართლაც პირველ ადგილზე ხართ და ასახელეთ ქვეყანა”, - მიმართა რატიანმა უმრავლესობას. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სასამართლო შეგვიძლია ვუწოდოთ. 

„მსოფლიო მოწინავე კვლევითი ცენტრის “მემკვიდრეობის ფონდის“ შეფასების თანახმად, საქართველოს სასამართლოს სისტემა ეფექტიანობის კითხით შეფასდა და ჩვენმა სასამართლო სისტემამ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაიკავა ადგილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენი ქვეყანა სასამართლოების ეფექტიანობის კუთხით არის მეთვრამეტე ადგილზე და პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს ნიშნავს იმ მემკვიდრეობის ფონზე, რაც სასამართლოს სისტემას ხვდა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 
მისივე თქმით, საქართველომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაუსწრო. როგორც ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი. 0

ავტორი: