14:20:09     07-02-2018
ტრანსგენდერი ქალი, მირანდა ფაღავა, თბილისში ისევ სცემეს
რამდენიმე დღის წინ, თბილისში ნაცემი ტრანსგენდერი ქალი, მირანდა ფაღავა ისევ სცემეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. უცნობმა პირებმა 3 ტრანსგენდერი ქალი სცემეს.
ერთ-ერთი დაზარალებულის გაბრიელა თქმით, გუშინ საღამოს გმირთა მოედანზე ერთი პირი თავს დაესხა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა სადაც შესაბამისი დახმარება არ აღმოუჩინეს და მკურნალობაზე უარი უთხრეს.
მისივე თქმით, საავადმყოფოდან გამოსვლისას მას და მის მეგობრებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალ მირანდა ფაღავას სხვა პირებიც გაუსწორდნენ ფიზიკურად და სასწრაფო დახმარება ისევ გამოიძახა, რომ სხვაგან გადაეყვანათ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
0