„პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ“ „პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ“ />


  12:34:08     07-02-2018

„პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ“

a75790.jpg

„პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მმართველი გუნდი სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა და შეგვიძლია, ვითარება მხოლოდ ზოგადად შევაფასოთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ  ჟურნალისტებთან იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოში არსებული კამათი სასამართლოში უნდა დარჩეს. 

კითხვაზე, სჭირდება თუ არა პრეზიდენტს სასამართლო სისტემაში „აფეთქება“, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკური მიზნები არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ გაუკვირდება. 

„პრეზიდენტის მსგავსი პოლიტიკური მიზნები არც ხელისუფლებას და არც საზოგადოებას არ გაუკვირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ეს დაგიდასტუროთ. იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში და ანა დოლიძის განცხადებებში საარჩევნო კამპანიის მიზნებს ვერ დავინახავდი, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნების შესაბამისი რეალიზება მოხდეს. ეს პოლიტიკური მიზნები თავის სასარგებლოდ არის“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 0

ავტორი: