12:05:30     07-02-2018
დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი - ნოდარ გუგეშაშვილი კი მოკლეს
დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. დაჭრილია შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და მოკლულია მის სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ, შვილი - ნოდარ გუგეშაშვილი.
თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
0