„სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა“ - პაატა ბურჭულაძე „იავნანაზე“ „სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა“ - პაატა ბურჭულაძე „იავნანაზე“ />


  10:21:11     07-02-2018

„სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა“ - პაატა ბურჭულაძე „იავნანაზე“

a75784.jpg

ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პაატა ბურჭულაძე „კურიერთან“ საუბრისას სასაცილოს უწოდებს. 

საოპერო მომღერალს ფონდ „იავნანას“ საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს სასამართლო წესით დაკითხავენ.

„ბოლოს და ბოლოს უნდა მორჩეს ეს უმსგავსობა, რაც ხდება საქართველოში. მე მზად ვარ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას და მეც მაქვს შეკითხვები პროკურატურასთან. რა დანაშაული უნდა იყოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია მაგ ფონდს? სასაცილოა. ხუთი თვე არის უკვე საბუთები აქვთ ჩვენი წაღებული და ვერაფერი ვერ მონახეს და ვერც მონახავენ,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძე  არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე პროცესი წარსულში მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

სისხლის სამართლის საქმე ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.  0

ავტორი: