10:03:03     07-02-2018
ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გვიან ღამით 25 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლის თვალწინ დაჭრეს.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში კომენტარი არ კეთდება. ცნობილია, რომ ის მუცლის არეშია დაჭრილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0