16:06:48     06-02-2018
ეკა ბესელია მუსტაფა ემრე ჩაბუქზე: ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება

„მუსტაფა ემრე ჩაბუქთან მიმართებაში ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალსიტებს განუცხადა და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა.
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს პროცედურებს. ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში ვერავინ ჩაერევა. ექსტრადიცია ცალკე პროცედურაა, ლტოლვილის სტატუსი- ცალკე. ეს არის ცალ-ცალკე სამართლებრივი ეტაპი. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროცედურა კანონის შესაბამისად განხორციელდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ცნობილია, 24 თებერვალს მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურება.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.
0