ოთარ კახიძე: გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ ოთარ კახიძე: გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ />


  14:09:54     06-02-2018

ოთარ კახიძე: გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ

a75767.png

„არავითარ შემთხვევაში, გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხილვაში. 

„სამწუხაროდ, ეს არის სპეკულაცია ადამიანის ტრაგედიით, რომელსაც დასასრული არ უჩანს. 2018 წელია და ისევ ამ სპეკულაციას განაგრძობს „ქართული ოცნება“. კანონპროექტის სახელწოდებიდან გამომდინარეც კი გასაგებია, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია. არავითარ შემთხვევაში, გირგვლიანის სახელით სპეკულირებაში მონაწილეობას არ მივიღებთ",- განაცხდა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების - ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივით გამოდის, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

0

ავტორი: