ირაკლი კობახიძე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა ირაკლი კობახიძე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა />


  12:44:38     06-02-2018

ირაკლი კობახიძე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა

a75763.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.

ელიზაბეტ მილარდმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ მილარდს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. 0

ავტორი: