11:01:40     06-02-2018
„ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით“

საქართველოში უცხოელებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები გახშირდა. რას აკეთებს რასიზმის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია და სხვადასხვა არასამთავრობო სექტორი, ამასთან დაკავშირებით
Presa.ge „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
- რასიზმი საქართველოში - რა გამოწვევბის წინაშე დგას ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა?
- ჩვენს ქვეყანაში მსგავსი სახის პრობლემის არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე აღქმულია ადამიანად, რომელიც მათი წარმოდგენით იკავებს ვიღაცის ადგილს, ადამიანებს სძულთ და ამავდროულად ეშინიათ განსხვავებულის. ისინი უცხოელებს შევიწროებაში ადანაშაულებენ.
- ძირითადად რა კატეგორიის ადამიანები გამოირჩევიან რასისტული განწყობით?
- რასისტულ აზრებს და გამონათქვამებს ძირითადად საბჭოთა კავშირის დროინდელი ადამიანებისგან მოისმენთ, ისინი ერთგვაროვან საზოგადოებას არიან მიჩვეულები და მათ ეს უცხოდ და მიუღებლად ეჩვენებათ. შესაბამისად. საბჭოთა კავშირში გაზრდილ მოქალაქეებს უამრავი ქსენოფბიური კომპლექსები აწუხებთ.
- რასიზმის აღმოსაფხვრელად რას აკეთებს ხელისუფლება და სახელმწიფო?
- ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი და მათი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია სახელმწიფოს მეთაურებისგან ხშირად გვესმოდეს, რომ რასიზმი, ქსენოფობია და საერთოდ განსხვავებულისადმი ასეთი აგრესიული და მტრული დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი.
- არსებობს თუ არა კონკრეტული გადაჭრის გზები, რომელებიც ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრის?
- ერთი კონკრეტული რეცეპტი, რომელიც გამოასწორებს მდგომარეობას რასიზმის თვალსაზრისით არ არსებობს, სახელმწიფომ ამისთვის მთელი რიგი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომელიც აისახება განათლებაში, სისტემაში, რაც სამოქალაქო განათლების ამაღლებას გულისხმობს სკოლის ასაკიდან. ასევე, ჩინოვნიკების, პარლამენტარების, მთავრობის ქცევაში. სახალმწიფო მეთაურები არ უნდა იყვნენ ამ კომპლექსებით შეპყრობილები. მათი ქმედება კი პირდაპირ იმოქმედებს საზოგადოებაზე და მათ შეხედულებებზე. ჩვენ სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს , ხშირად ვხედავთ სრულ იგნორს ამ თემაზე. რეალურად ხელისსუფლება ამაზე არ მუშაობს, მეტიც, ჩვენ თავად ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც თვითონვე გამოირჩევიან რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით.
- გარდა ხელისუფლებისა, საზოგადოებას რა როლი მიუძღვის ამ თვალსაზრისით?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, არასამთავრობოებს, ეკლესიას და სხვა. როცა ადმიანებს ეტყვი მაგალითად, „ზანგები გაშავდნენ ცოდვისგან“- ეს მათზე და მათ შეხედულებებზე დიდ გავლენას ახდენს, თუკი მოძრღვარი იტყვის, რომ მიუხედავად კანის ფერისა ყველა ქრისტეს შვილია ეს უკვე სხვა დამოკიდებულებაა.
ეს პრობლემა კომპლექსურია, როცა მოქალაქე ხედავს, რომ ხელისუფლება გმობს მსგავს დამოკიდებულებას შეიძლება ყველას არა, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაიც შეეცვლება ამასთან დაკავშირებით აზრი და მიხვდება რომ ეს არსწორია.
არ არის აუცილებელი მაინცდამაინც რასისტი იყო, აი მაგალითად „ქართული მარში“, ეს იყო ტიპიური ქსენოფობიური აქცია, რომელშიც ის ხალხი მონაწილეობდა, რომელიც ხელისუფლებასთან ასოცირდება.
ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივ ერთი გუნდი ნამდვილად არ არის, მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული, კონცენტრირებული ხედვა ამ და სხვა საკითხებზე, რაც კარგ შედეგს ნამდვილად არ მოგვიტანს.
0