ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს />


  11:06:42     06-02-2018

ავსტრიაში ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

a75754.jpg

ავსტრიის ქალაქ პინკაფელდში პოლიციამ ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 და 31 წლის საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება ავსტრიის 9 ქალაქში ჩადენილ ქურდობას ედავება.

პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვენის, ზემო ავსტრიისა და ქვემო ავსტრიის ფედერალურ მიწებში, სულ მცირე 6 000 ევროს ოდენობის ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. ქვემო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია 25 წლის მამაკაცს უკვე ეძებდა, ამიტომ აღნიშნული საქმე მას გადაეცა. 

დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.  0

ავტორი: