10:51:09     06-02-2018
მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა
მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა სააკაშვილის ადვოკატმა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.
ჩერნოლუცკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ხელისუფლების სურვილს „გაასუფთაოს“ პოლიტიკოსის სტატუსი და საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინოს.
0