15:19:30     05-02-2018
გუგული მაღრაძე: ჩვენ ვართ ღია ტიპის ხელისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ღიაა კრიტიკისთვის.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განაცხადა და განმარტა, რომ სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრას თუ რაიმე გადაცდომა არსებობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერი #არაჩადებას! ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ღიაა კრიტიკისთვის. სახელმწიფო ცდილობს, რომ მაქსიმალურად აღმოფხვრას თუ რაიმე გადაცდომა არსებობს. შეიძლება ასეთ მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ მთვარია, ეს არ არის სისტემური ხასიათის. შეიძლება, არსებობდეს რამდენიმე ადამიანი, რომელსც კარიერული წინსვლისთვის გამოყენებული ჰქონდა მსგავსი რამ. ზუსტად ეს ჩანაწერი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის ხელისუფლება. არასდროს არ ხარ დაცული, რომ ორგანიზაციაში ვინმეს ჰქონდეს გადაცდომა”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას – „არა ჩადებას“ შეურთდა.
უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი – #არაჩადებას! რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელებენ.
0