სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო />


  11:39:19     05-02-2018

სირიის იდლიბის პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო

a75733.jpg

სირიის იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშები გრძელდება. მეამბოხეების მიერ რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის ავიაციამ პროვინციაში ინტენსიური დაბომბვები დაიწყო.

რამდენიმე ქალაქზე განხორციელებული იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივ საავადმყოფოს დაეცა. მაშველებმა კლინიკის სამშობიარო განყოფილებიდან ახალშობილების ევაკუაცია განახორციელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას უარყოფს და აცხადებს, რომ ავიაიერიშების სამიზნე ისლამისტი მებრძოლების პოზიციებია.
0

ავტორი: