პრეზიდენტი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს პრეზიდენტი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს />


  15:38:15     02-02-2018

პრეზიდენტი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს

a75706.jpg

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. 

ამის შესახებ გიორგი  მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა უმრავლესობის ინიციატივას ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ. 

„საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხვრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის იყო ჩემი უაღრესი ინტერესის საგანი, რადგან დარწმუნებული ვარ, არც წინა ხელისუფლების დროს არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და ბუნებრივია, არც მომავალში უნდა მოხდეს. როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შევქმენი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. შემდეგ საპარლამენტო გამოსვლების დროს არაერთხელ მიმიქცევია ყურადღება იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნა. დღეს, როცა ხდება განხილვა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები და სხვა საერთაშორისო სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიწვიონ.

0

ავტორი: