თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება />


  13:47:48     02-02-2018

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება

a75702.jpg

დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქართველოს მთავარ პროკურორს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მამამ შვილის უდანაშაულოდ ცნობასა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ეს მხოლოდ ჩემი თხოვნა არ არის, ეს მთელი ქვეყნისა და ჩეჩნეთის დიასპორის მოთხოვნაა. რაც ადვოკატებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ამაზე მისცენ წვდომა, რომ მე გავიტანო ევროპის სასამართლოში. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 70%-ისა და პანკისის ხეობის მოთხოვნა.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც დაგეგმა, ვინც ისროლა. ყველა უნდა დაისაჯოს ჩვენი კანონითაც. არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ, ჩვენი კანონით უნდა დაისაჯოს, დახვრეტას კი არ ვიძახი, შეეშალათ მისამართი, ბინა, სახელები, ამათ ყველაფერი ეშლებათ. თვითონ იცის სუს-მა რა შეეშალა“, – განაცხადა მან. 0

ავტორი: