სირია ახალ ქიმიურ იარაღს ქმნის- აშშ  ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად მზადყოფნას გამოთქვამს სირია ახალ ქიმიურ იარაღს ქმნის- აშშ ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად მზადყოფნას გამოთქვამს />


  13:18:06     02-02-2018

სირია ახალ ქიმიურ იარაღს ქმნის- აშშ ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად მზადყოფნას გამოთქვამს

a75698.jpg

სირიის რეჟიმს კვლავ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ცნობით, შეტევა ალ გუთას აღმოსავლეთით რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. საუბარია ქლორინის გაზის გამოყენებაზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალ გუთას რაიონში ქიმიური შეტევის შესახებ უკვე მესამედ გავრცელდა ცნობა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მორიგი ქიმიური თავდასხმების აღსაკვეთად სამხედრო ძალის გამოყენებისთვის მზად არის.აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რუსეთ-ამერიკის შეთანხმების მიუხედავად, რომელიც დამასკოს 2014 წლის ზაფხულისთვის მარაგის მთლიანად განადგურებას ავალდებულებდა, პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის მარაგის ნაწილი არამხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მის შემუშავებასაც განაგრძობს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, წელს იერიშებს სირიაში 250-ზე მეტი ადგილობრივი ემსხვერპლა. ბოლო შეტევა დამასკოს გარეუბნებზე მიიტანეს, რომლის დროსაც 2 ბავშვი დაიღუპა.2017 წლის 4 აპრილს ქიმიურ თავდასხმას 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 30 ბავშვის. 550 -ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

0

ავტორი: