იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა />


  11:58:07     02-02-2018

იაპონიის მთავრობამ შსს-ს 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა

a75697.jpg

იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.

შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას.

გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 96 ავტომობილი შეიძინა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომაქანები საპატრულო პოლიციასა და სხვადასხვა დეპარტამენტს გადაეცა. 0

ავტორი: