ნიკი ჰეილი: რუსეთი აშშ-ს მეგობარი არ არის ნიკი ჰეილი: რუსეთი აშშ-ს მეგობარი არ არის />


  10:16:19     02-02-2018

ნიკი ჰეილი: რუსეთი აშშ-ს მეგობარი არ არის

a75690.jpg

რუსეთი არ არის აშშ-ს მეგობარი, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ „რესპუბლიკელი“ კანონმდებლების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
სიტყვით გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ მიდგომებზე რუსეთისადმი.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან მუშაობა და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ, როდესაც შეგვიძლია ეს, რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის.

რუსეთი იქამდე არ იქნება აშშ-ს მეგობარი, ვიდრე მათი მთავრობა იმ ღირებულებების მიმდევარია და ისე იქცევა საერთაშორისო არენაზე, როგორც ახლა იქცევა. 

ჩვენ შემდეგი ფაქტის წინაშე ვდგავართ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ისე მკაცრი იყო, როგორც არც ერთი სხვა ადმინისტრაცია არ ყოფილა რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ. არ მესმის, რას ელოდა რუსეთი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისგან“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.  0

ავტორი: