გიორგი ტუღუში: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა სწორია​ გიორგი ტუღუში: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა სწორია​ />


  16:30:54     01-02-2018

გიორგი ტუღუში: ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა სწორია​

a75680.jpg

”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიდგომა სწორია, თუმცა სამოხელეო დანაშაულის საკითხში მეტი სიფრთხილის გამოჩენას ისურვებდა.

მისი აზრით, პრეზიდენტს აქვს სრული თავისუფლება შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, თუ ეს მისთვის მართებულია.

”შეწყალება ეს არის პრეზიდენტის ხელში არსებული მექანიზმი. პრეზიდენტს აქვს სრული თავისუფლება, ნებისმიერი ადამიანი შეიწყალოს, თუ ეს მართებულია. ამაზე მას შეიძლება გააჩნდეს გარკვეული მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გასაგებია, რომ ბრძანებულებაში შეიძლება პრეზიდენტმა შეიტანოს ცვლილებები და ამით განსაზღვროს საკუთარი კომისიის გარკვეული მუშაობის წესები, რაც ყოველთვის ხდებოდა და მეც ვთვლი, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ეს აბსოლუტურ თანხვედრაშია იმ პროცესებთან, რაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ მონაკვეთს, როცა საუბარია სამოხელეო დანაშაულზე, რაც ასევე მოიცავს კორუფციას, ქრთამს და ა.შ. აქ არის ერთი პრობლემა. შსს-ს ბოლოდროინდელი სტატისტიკა მიუთითებს ამ ტიპის დანაშაულის ზრდაზე, რაც არსებითი პრობლემაა და ყველა მოქალაქეს აწუხებს, მათ შორის გახშირებული ქურდობები. ამ კუთხით ეს გზავნილი შეიძლება არასწორად იქნას აღქმული. ამ მიმართულებით მე, ალბათ, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, მაგრამ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ეს აბსოლუტურად გასაგებია”, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

ინიციატივის მიხედვით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისა.

შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით [განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა] და მათ სასჯელი დაეკისრათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 0

ავტორი: