CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მა წარუმატებელი სარაკეტო ცდა ჩაატარა.
მედიაში გავრცელებული ცნობა პენტაგონში ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. სახელმწიფო მოხელეებმა CNN-ს განუმარტეს, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო სარაკეტო ცდის დადასტურებისგან თავს ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების გამო იკავებს. როგორც ტელეკომპანია იუწყება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ცდილობენ დაადგინონ თუ რა გახდა წარუმატებელი სარაკეტო ცდის მიზეზი. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ბალისტიკური რაკეტა 28 ნოემბერს გამოსცადა. სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი დიალოგი 2017 წლის 9 იანვარს დაიწყო.
0