იაპონიაში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა იაპონიაში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა />


  10:56:24     01-02-2018

იაპონიაში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

a75662.jpg

იაპონიაში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი ქალაქ საპოროში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის შენობას გაუჩნდა.

ადგილზე მოსულმა მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ხის შენობაში სამივე სართულზე ხანძარი რამდენიმე წუთში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხუცთა თავშესაფარში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

0

ავტორი: