14:57:03     31-01-2018
ცოლისა და სიდედრის ცემაში ბრალდებულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ორი თვის წინ ცოლსა და მეუღლის დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1 წლით პატიმრობა შეეფარდა.
"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს ვ.შ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ჩ-ს და ამ უკანასკნელის დედას დ.ბ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მ.ჩ-ს ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია. წაქცევის შედეგად მ.ჩ-მ თავი დაარტყა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. ასევე ვ.შ-მ ხელი ჰკრა დ.ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ჩამოარტყა მაგიდას. აღნიშნულის შემდეგ ვ.შ-მ ორივეს თმებში ჩაავლო ხელი და გვერდით ოთახში გაათრია, შემდეგ კი დანის გამოყენებით, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ვ.შ.-ს ქმედებით მ.ჩ-მ და დ.ბ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
0