11:27:13     31-01-2018
ხმაური ზუგდიდის მერიასთან - გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან ხმაურია, გარე მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ რამდენჯერმე სცადეს შენობაში შეჭრა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა გარე მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის. ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა.ზუგდიდის ბაზრის ტერიტორია გარე მოვაჭრეების დახლებისგან დღეს გაათავისუფლეს.
ზედამხედველობის სამსახური ადგილზე გვიან ღამით მივიდა. ამ დროს მოვაჭრეების უმეტესობა ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, რომ ტერიტორია უახლოეს პერიოდში დაეტოვებინათ.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ამ დრომდე არავინ მისულა. მათ ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ გზა გაათავისუფლა.
გარე მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მათ ალტერნატიული ფართი შესთავაზეს. მათი თქმით, სხვა შემოსავალი არ აქვთ და გარე ვაჭრობა მათი ერთადერთი საარსებო წყაროა.
ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა. ამ დროისთვის ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვდა გარემოვაჭრეებს და ამის გამო მათ ცენტრალური გზაზე გადაკეტეს.
0