ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს გაიმართება />


  11:04:11     31-01-2018

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს გაიმართება

a75622.jpg

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება და მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელებას, ასევე იმსჯელებენ საქართველოში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობაზე.

დღესვე დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან.

0

ავტორი: